საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

17.03.2017
ბეჭდვა

2017 წლის 17 მარტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარე ესწრებოდა. თამარ ჟვანია შეხვედრის მონაწილეებს იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ განახორციელა. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი კი შეხვედრის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ  ესაუბრა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან არსებული თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს ინიციატივები და განხორციელებული აქტივობა დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. წელს აღნიშნული ჯგუფი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia