2017 წლის 13 მარტს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა - 2768.
სტატისტიკა გენდერულ ჭრილში
გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა:
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მიმდინარე წლის 21 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით.
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
გამოცდა ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა).
გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირდა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, ააიპ საზოგადოებრივი დამცველი (3 დამკვირვებელი) და ააიპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (2 დამკვირვებელი).
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |