საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სტუდენტური დებატ - კლუბი

22.12.2011
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, განხორციელდა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის 14 – 21 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას წმინდა ლუისის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი დებატების დარგში - დიანა კარლინი ეწვია. პირველ ეტაპზე მან ცესკოსა და ცენტრის ტრენერებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე - დებატების კულტურა, ხოლო მეორე ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის, სოხუმის   უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მოაწყო საჯარო ლექცია დებატების თემაზე, მან სტუდენტებს გააცნო ის ძირითადი ასპექტები რაც მნიშვნელოვანია დებატებში მონაწილების მისაღებად, უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს და გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება.

პროექტის განხორციელების მესამე ეტაპზე, 21 დეკემბერს, ცენტრის ტრენერების დახმარებით და ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო სტუდენტური დებატ - კლუბი თემაზე: ”არჩევნებში მონაწილეობა - უფლება, თუ მოვალეობა”. დებატებში ორმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და იგი შედგებოდა სამი რაუნდისგან: პრეზენტაცია, პაექრობა და ინტერაქტიური შეჯიბრი. სტუდენტებმა წარმოადგინეს მყარი არგუმენტები საკუთარი პოზიციების დასაცავად, გამართეს რეალური პაექრობა და უპასუხეს დარბაზის მიერ დასმულ კითხვებს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ღონისძიებას დაესწრნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ცესკოსა და ცენტრის წარმომადგენლები.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
30
   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia