საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონებში

17.10.2016
ბეჭდვა

2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით სწავლების ცენტრი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ამომრჩევლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართება. 

პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს მარნეულში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სწავლების ცენტრმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით და იმიტირებული არჩევნების ფორმატში გააცნო ხმის მიცემის პროცეცდურები. 

მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ამომრჩევლის სამახსოვრო. 

მომდევნო საინფორმაციო შეხვედრები 18-24 ოქტომბრის პერიოდში ეტაპობრივად გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და საგარეჯოში გაიმართება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia