EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების IV ეტაპზე დასწრების სტატისტიკა

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების IV ეტაპი, რომელიც დაეთმო კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას.

სწავლების ცენტრის ტრენერებმა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნების განთავსების ადგილებზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი, რომლის შემდეგ კომისიის წევრებმა პრაქტიკულად განახორციელეს კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებდა კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.