გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების სტატისტიკა
2016 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა ტრენინგები გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. ტრენინგი ითვალისწინებდა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას, განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა);
- კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
- კონფლიქტების მართვა.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.