ტრენინგი ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (III ეტაპი)
2016 წლის 4 ოქტომბერს სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგების III ეტაპი ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, მათ შორის:
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- კენჭისყრის პროცესი;
- საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- საარჩევნო ყუთების გახსნა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება.
აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.