EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპზე დასწრების სტატისტიკა

2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 21 სექტემბერიდან 26 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივნი) სწავლებას.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა, შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესი);
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • არჩევნების უსაფრთხოება.

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.