EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 2016 წლის 23 სექტემბერს ამოიწურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაციით, დაიგეგმა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
  • სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ;
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • კონფლიქტების მართვა.

დამატებითი ტრენინგები გაიმართება 2016 წლის 27 – 29 სექტემბრის ჩათვლით, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები.

ტრენინგების გრაფიკი - იხილეთ ბმული