დაიწყო საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა III ეტაპის ტრენინგები
2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 21 სექტემბერიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის მდივნის სწავლებას. განხილულ იქნება შემდეგი სასწავლო მოდულები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა, შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესი);
- კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
- არჩევნების უსაფრთხოება.
ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.