ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (II ეტაპი)
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრი ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით განაგრძობს ტრენინგების კურსის ჩატარებას.
2016 წლის 5 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგების II ეტაპი რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი;
მოწვევის ვადა და ჩატარების წესი;
- ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი;
ამომრჩეველთა სპეციალური სიის ფორმირების წესი;
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი;
- არჩევნებში ჩართული მხარეები
დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია;
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია;
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია.
აღნიშნული ტრენინგის გავლის შემდეგ საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მომხმარებელს.
ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის ტრენინგების ბოლო ეტაპის ჩატარება იგეგმება სექტემბრის ბოლოს.