ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 27 აგვისტოდან იწყება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების I ეტაპი, რომელიც დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება)).
- საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.
ტრენინგების I ეტაპი დასრულდება 4 სექტემბერს, ტრენინგების ფარგლებში სასწავლო კუსს გაივლის 73 საოლქო საარჩევნო კომისიის, მათ შორის, 53 ძირითადი და 20 დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის 949 მოქმედი წევრი.
იხ. ბმულები: