ტრენინგი თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის
2011 წლის 2 ოქტომბერს თელავის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ატარებს ტრენინგების პირველ ეტაპს თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის.
ტრენინგზე განხილული იქნებაშემდეგი საკითხები:
- საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი;
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- კენჭისყრის შედეგების დადგენა;
- განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები;
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დამხმარე სახელმძღვანელო.