საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

იურიდიული კლინიკის გახსნა

16.11.2010
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და საქართველოს რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ”საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2010 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფუნქციონირება დაიწყო იურიდიულმა კლინიკამ, რომლის მიზანს წარმოადგენს საარჩევნო სამართლის დარგში კვალიფიციური იურისტების მომზადება.

სწავლება სამ ეტაპად განხორციელდება.

I ეტაპი:

ხანგრძლივობა - 2 თვე.

სწავლების მიმართულება - პრაქტიკული სწავლების კურსი;

II ეტაპი:

ხანგრძლივობა - 1 თვე.

სწავლების მიმართულება - დისტანციური სწავლება (ე.წ. ”ონლაინ სწავლება”);

III ეტაპი:

ხანგრძლივობა - 1 თვე.

სწავლების მიმართულება - სტაჟირება საარჩევნო ადმინისტრაციაში.

აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა სწავლების თანამედროვე მიმართულებებისა და მეთოდების დანერგვით, უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის ათვისებასა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას.

ამ ეტაპზე იურიდიული კლინიკაში სასწავლო პროგრამას გაივლიან კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. მომავალში აღნიშნული ფორმით საარჩევნო სამართლის სწავლების უზრუნველყოფა იგეგმება სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

კლინიკის გახსნისას კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს მიესალმნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე - ზურაბ ხარატიშვილი და ცენტრის დირექტორი - ნათია ზაალიშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ტიპის სასწავლო კურსების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო სამართალის დარგში, რის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში შეიქმნება კვალიფიციური იურისტების ბაზა.

იურიდიულ კლინიკაში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამას განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სამართლის დარგში იურიდიული კლინიკა, როგორც ნოვაცია პირველად შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივ ბაზაზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31
     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia