EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების IV ეტაპის გრაფიკი (პერიოდი 14 - 18 მაისი)

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 14 მაისიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების IV ეტაპი. IV ეტაპი დაეთმობა კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას. სწავლების ცენტრის ტრენერები საარჩევნო უბნების განთავსების ადგილებზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს,რომლის შემდეგ კომისიის წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას). IV ეტაპი განხორციელდება 14-18 მაისს.

იხილეთ ბმული