EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი

გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების  და ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნების  ტრენინგების შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად 25 აპრილს დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის  ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

  • საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • ტრენინგების ადმინისტრირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი (მათ შორის რეკომენდაციები კენჭისყრის შენობაში შშმპ ამომრჩევლებთან მოპყრობის შესახებ);
  • საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების  და ქალაქ თბილისის N 10 გლდანის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ეტაპობრივად ჩატარებას.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი გაგრძელდება 27 აპრილის ჩათვლით.