საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები გრძელდება (II ეტაპი)

16.09.2022
ბეჭდვა

გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 2022 წლის პირველი ოქტომბრის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, II ეტაპი ეთმობა №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 3 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კომუნიკაცია-კოორდინაცია საოლქო საარჩევნო კომისიასთან (კენჭისყრის დღისთვის მისაღები საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი, კენჭისყრის ოთახის მოწყობა);
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო/საზედამხედველო ფუნქციები (საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნის დახურვის და ხმების დათვლა-შეჯამების პროცესში);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა; კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მოქმედი ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები.

პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები დეტალურად გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების ტექნიკურ და საორგანიზაციო/პროცედურულ საკითხებს.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს 19 სექტემბერს. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პირველი ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 31 აგვისტოს განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3 საუბნო საარჩევნო კომისიის 34 წევრმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
31
  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia