საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პრეზენტაცია

25.03.2010
ბეჭდვა

26 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით "ქორთიარდ მარიოტში”, 16:00 საათზე, ”საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ოფიციალური მიღება გაიმართება. ცენტრის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მიზნებსა და ამოცანებს გააცნობენ.

ცენტრი “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” 2009 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად შეიქმნა და მიზანია საარჩევნო რეფორმებისა და მონიტორინგის განხორციელება, საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.

”საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” ჩაუტარებს ტრეინინგს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგისათვის.

საგრანტო სრული თანხა შეადგენს 250.000 ლარს, თემატიკა განისაზღვრა ოთხი ძირითადი მიმართულებით: სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა, მოწყვლადი ამომრჩევლის ინფორმირება, არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩევლისთვის საინფორმაციო კამპანია და კამპანია ”მოდი არჩევნებზე”.

ცენტრმა 24-25 მარტს ”ქორთიარდ მარიოტში”ჩაატარა ფასილიტატორთა ტრეინინგის I ეტაპი და გამოცხადებული აქვს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის - საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენერთა შესარჩევი კონკურსი.

ტრენინგების პროგრამას ცენტრი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისთვის“ მხარდაჭერით.

”საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი” საარჩევნო პროცესებისადმი ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებაზე და მიუკერძოებელი, გამჭირვალე არჩევნების ჩატარების ხელშეწყობაზე იზრუნებს.

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819
20
21222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia