საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის

06.09.2013
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  პროექტის “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა 112 ტრენერი, რომლებიც უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო პროგრამა მოიცავს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვას და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  განხილვას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები დაიწყება 2013 წლის 13 სექტემბერიდან და გაგრძელდება 2013 წლის 24 ოქტომბრამდე.

ტრენინგები ჩატარდება სამ ეტაპად:

13-22 სექტემბერი -  I ეტაპი  (საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრი).

ტრენინგის თემატიკა:  

  • საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • ამომრჩეველთა სიები

სწავლების მეთოდი:

  • ელექტრონული სწავლება
  • პრაქტიკული სწავლება  - საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ინსცენირება - როლური თამაში

3-14 ოქტომბერი - II ეტაპი (საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრი)

ტრენინგის თემატიკა:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები

სწავლების მეთოდი:

  • ელექტრონული სწავლება
  • კენჭისყრის დღის პროცედურების ამსახველი სასწავლო ფილმის ჩვენება („კენჭისყრის დღის პროცედურები“)

17-23 ოქტომბერი - III ეტაპი (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

ტრენინგის თემატიკა: საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამისილებები

სწავლების მეთოდი: პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები, სიტუაციური კაზუსები)

ტრენინგებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და ტრენინგების გრაფიკები თითოეული ეტაპის დაწყების წინ განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829
30
 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia