საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრის და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

10.10.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია და  სწავლების ცენტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით  საინფორმაციო-სასწავლო კამპანიის განხორციელებას აგრძელებს.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამჯერად, 2022 წლის 5-7 ოქტომბრის პერიოდში,  საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის მეორე ეტაპი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ხუთ მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, თეთრიწყარო, საგარეჯო, თელავი, ლაგოდეხი) განლაგებულ ცხრა საჯარო სკოლაში განხორციელდა და მასში მონაწილეობა 425 მოსწავლემ მიიღო.

არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის როლის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიები (მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა და კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოება),  ინკლუზიურ საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშემწყობი პირობები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისები - ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან განიხილეს. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა კი შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს და ტრადიციული წესით მიმდინარე კენჭისყრის პროცესთან მიმართებით პროცედურული განსხვავებები მიმოიხილეს. 

მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სკოლებში მოეწყო კენჭისყრის იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა მოირგეს როგორც ამომრჩევლის, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლები.  

აღნიშნული პროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამის ნაწილია. პირველ ეტაპზე, საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მიმდინარე წლის ივნისში რვა მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, მარნეული, წალკა) განლაგებულ 22 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები ჯამში (ორივე ეტაპი) 31 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასი) მოსწავლეები არიან (სულ - 985 მოსწავლე, მათგან ქალი - 553; კაცი - 432). 

პროექტის მდგრადობის მიზნებისთვის, აღსანიშნავია, რომ წელს სწავლების ცენტრმა საპილოტე რეჟიმში ასევე განახორციელა სასწავლო პროგრამა „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“, რომლის ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების 51 პედაგოგი გადაამზადა (I ნაკადი: 25 მასწავლებელი აზერბაიჯანული სექტორიდან; II ნაკადი: 26 მასწავლებელი სომხური სექტორიდან). გადამზადებული სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მუშაობას შესაბამისი სკოლის მოსწავლეებთან და სასკოლო თემის წარმომადგენლებთან აგრძელებენ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia