საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის

20.10.2021
ბეჭდვა

2021 წლის 21 ოქტომბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად ტრენინგების I, II და III ეტაპი ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას.

პროგრამის ფარგლებში, სამივე ეტაპზე, ყურადღება გამახვილდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების არსებითი განხილვის ფორმატში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს 07:00-08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები, რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება
  • კენჭისყრის დღეს 08:00-20:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები, რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება
  • კენჭისყრის დღეს 20:00 საათიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები, რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება
  • ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი
  • საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებების მიმოხილვა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის და სადემონსტრაციო ოქმის წარმოების წესთან მიმართებით
  • კენჭისყრის დღის განცახადება-საჩივრები და რეაგირება

N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები ტრენინგებზე გაეცნობიან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს საპილოტე პროექტის ფარგლებში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების სპეციფიკის გათვალისწინებით.

არჩევნების მეორე ტურისთვის 1830 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 144 ტრენერი (მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში).

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება.

კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ტრენინგების ჩატარება გათვალისწინებულია 21-23 ოქტომბრის პერიოდში. ეტაპების მიხედვით შედგენილი გრაფიკები ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

  • ტრენინგის I ეტაპის გრაფიკი
  • ტრენინგის II ეტაპის გრაფიკი
  • ტრენინგის III ეტაპის გრაფიკი

გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ასევე გათვალისწინებულია ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით შემუშავებული ელექტრონული სასწავლო პროგრამის „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ საპილოტე რეჟიმში განხორციელება. პროგრამის მიზანია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მდივანი) პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ცენტრალიზებულად, პირისპირ ფორმატში ჩატარებული ტრენინგების დასრულების შემდგომ, მათ შესაძლებლობა ექნებათ შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე მიღებული ცოდნა გადაამოწმონ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. საპილოტე პროექტი საოლქო საარჩევნო კომისიების ორგანიზაციული მხარდაჭერით ხორციელდება. ელექტრონული პროგრამის გასავლელად საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება წვდომა კომპიუტერულ ტექნიკაზე (საარჩევნო ოლქის შენობებში ან სხვა შესაბამის სივრცეში).

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia