საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ცნობიერების ამაღლლებაზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება გრძელდება

20.07.2020
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სასწავლო პროექტების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით:

პირველი მიმართულება - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
მეორე მიმართულება - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში.

პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული 21 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსის გაძლიერებას პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.  მონაწილეები სასწავლო პროგრამების ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო;
  • დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე;
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში პირველ მიმართულებაზე გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, პროექტების განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია კონტრიბუციის განხორციელება სწავლების ცენტრის მხრიდან, ბენეფიციარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე;
  • საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

კონტრიბუციის ფორმატში ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, რომელთა გადამზადება 2020 წლის 8-14 ივლისის პერიოდში დისტანციურად ინსტრუქტაჟის ფორმატში განხორციელდა.

აღნიშნულ საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვერდებზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეებს ასევე მიაწოდებენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის  საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის გაძლიერებას ამომრჩევლებთან და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებთან, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე.

მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ბენეფიციარებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ მოდულებზე:

  • სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი საქართველოში;
  • აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა;
  • ანგარიშვალდებულება ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის;
  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში;
  • საარჩევნო უფლებები და რეალიზება;
  • გენდერული თანასწორობა არჩევნებში;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემო (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში);
  • არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდაზე მიმართული სხვა საკითხები.

საგრანტო პროექტები ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა). პროექტების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გრაფიკი (2020 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით) განთავსებულია პროექტების რუკაზე. შემდგომი ეტაპის ღონისძიებები გრაფიკში აისახება ეტაპობრივად. გრაფიკი ასევე მოიცავს ინფორმაციას განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

  • მიმდინარე კონკურსი
  • დასრულებული კონკურსი
  • პროექტების რუკა
    • 2020
    • 2019
    • 2018
    • 2017
    • 2016
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819
20
21222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia