საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-სასწავლო კურსის განხორციელების გრაფიკი (II ეტაპი: 13-17 მაისი)

11.05.2019
ბეჭდვა

გრძელდება საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“,  რომელიც 13-17 მაისის პერიოდში 73 საჯარო სკოლას მოიცავს.

ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტი 72 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც XI-XII კლასის მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები, გენდერული თანასწორობა, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მონაწილეობით მოეწყო დებატები. აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენს სიახლეს სასწავლო პროგრამაში და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

კურსის ბოლოს მოსწავლეებმა ჩაატარეს იმიტირებული არჩევნები, რომლის პირობებშიც გამოვლინდა თავად მოსწავლეების მიერ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.

სასწავლო კურსის განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ცესკო
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23456
7
8
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2019 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia