საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტს გაეცნენ

26.04.2018
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე დღეს ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი გააცნეს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2018 წლის 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე იგეგმება და კვლევისა და უშუალოდ პროცესზე დაკვირვების მიზნით ხორციელდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ოფიციალური შედეგების დასათვლელად, ასევე განხორციელდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო ადმინისტრაციას, აღნიშნული საპილოტე პროექტის განხორციელებით იმის დადგენა სურს თუ რამდენად მისაღებია ქართველი ამომრჩევლისა და ჩართული მხარეებისთვის ახალი ტექნოლოგიები. საპილოტე პროექტის განხორციელებით საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს საარჩევნო პროცესში წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას განიხილავს.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს ხმის დათვლის ტექნოლოგია და პროექტის მიზნები უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა თითოეული პროცედურის შესახებ, რის შემდეგაც დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ელექტრონული ხმის დათვლის აპარატის მუშაობა პრაქტიკაში შეემოწმებინათ. ცესკოში გამართულ შეხვედრას დღეს ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და სწავლების ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციას, გარდამავალ პერიოდში მიეცა უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე განეხორციელებინა ქმედებები საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებში (საარჩევნო კოდექსის 18516 მუხლის თანახმად) და აქედან გამომდინარე ცესკოს შესაბამისმა დეპარტამენტებმა და სწავლების ცენტრმა საპილოტე პროექტის განხორციელების მიზნით შესაბამისი პროცედურებიც შეიმუშავეს.

საპილოტე პროექტს უკვე გაეცნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ, კანადურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „DELIAN“- თან თანამშრომლობით და კანადის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia