საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა

05.03.2018
ბეჭდვა

2018 წლის 5 მარტს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და საარჩევნო სისტემების, განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო „საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვა საქართველოს საარჩევნო პროცესში“ და მასში საერთაშორისო ექსპერტები და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს. მონაწილეებს ასევე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი მიესალმნენ. სამუშაო შეხვედრას მოდერაცია სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გაუწია.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სერვისებზე ისაუბრა, ასევე განიხილა  საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, რაც ხმის დათვლის პროცედურის გაუმჯობესების აუცილებლობას უკავშირდება და მათი გადაჭრის მიზნით საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გამოფენის ფორმატში მოაწყვეს საარჩევნო ტექნოლოგიების მუშაობის პრაქტიკული ჩვენება. კითხვა-პასუხის რეჟიმში ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ კი მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება გააცნო, რომლის ფარგლებში, საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის განხორციელებულ ტექნოლოგიურ სერვისებზე ისაუბრა.  

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ხმის დათვლის პროცესის ხელშეწყობა გამოცდილი ტექნოლოგიების გამოყენებით; ამომრჩევლის ბიომეტრიული რეგისტრაცია; უსაფრთხო, გამჭვირვალე და ფინანსურად ხელმისაწვდომი არჩევნები: ელექტრონულად ხმის მიცემა, მონაცემთა აღრიცხვა და დათვლა; ტექნოლოგიების როლი ელექტრონულად ხმის დათვლის პროცესში.

შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 148 წარმომადგენელმა მიიღო.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) თანამშრომლობით ჩაატარა.

ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ექპერტები და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:

საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი - ICPS (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტი, საარჩევნო ტექნოლოგიების კომპანიები: Smartmatic (ამერიკის შეერთებული შტატები), Electoral Services International Inc. - ESI (კანადა), Voatz (ამერიკის შეერთებული შტატები), Indra (ესპანეთი).

ვიდეო გალერეა

საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
მარტი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
123
4
567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia