საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

19.09.2017
ბეჭდვა

დღეს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიმართულებით. უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო გულისხმობს ისეთი პირობების უზრუნველყოფას, რაც ქმნის ძალადობისა და ზეწოლის გარეშე ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობასა და გარანტიას არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად.

თანამშრომლობის ფარგლებში ცესკოს სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სასწავლო მოდული საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის, რომელშიც განსაზღვრულია არჩევნების უსაფრთხოების მიზნით ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმები საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ასევე, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად  მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად რისკების მართვის საშუალებები და რეაგირების გზები.

სწავლების ცენტრმა,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, სასწავლო მოდული „არჩევნების უსაფრთხოება“ გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებს, ყვარელში 29 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გამართულ ტრენინგებზე. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები, თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე ტრენინგს ჩაუტარებენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად გასულ წელს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრებიც გამართეს.

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia