Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

   


 
 
12/04/12
ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების შესახებ
 
 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 9 მარტის დადგენილებით დაამტკიცა ახალი დებულება
„საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების შესახებ“.

აღნიშნული დებულების თანახმად, შეიცვალა სერტიფიცირების წესი:
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში, სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე;
 გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

გამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი. თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
 საქართველოს კონსტიტუციიდან - 6 კითხვას;
 საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” -    17 კითხვას;
 ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 5 კითხვას;
ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 2 კითხვას.

საგამოცდო ტესტების შერჩევა განხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.

ცესკოს 2012 წლის 11 აპრილის სხდომაზე დამტკიცდა სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები (პასუხებით):
 საქართველოს კონსტიტუციიდან - 600 ტესტი;
 საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ – 1800 ტესტი;
 ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 100 ტესტი;
 ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 21 ტესტი (ნიმუშის სახით).

დამტკიცებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, გარდა მათემატიკური ტესტებისა (გამოცდის ჩატარებისას შეიცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები, ტექსტური ნაწილი უცვლელი დარჩება).

 

 
 
 

01/10/14
სამუშაო შეხვედრა პრაღაში
29/09/14
სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები
29/09/14
ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ
24/09/14
საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით
23/09/14
ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - საარჩევნო სამართლის დარგში მიმდინარე სასწავლო პროგრამების შესახებ




გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
   
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ Get Adobe Reader
ელექტრონული მისამართი: centre@electionreforms.ge